ასინქრონული სერვო ძრავები

ასინქრონული სერვო ძრავები

 

Bosch Rexroth გთავაზობთ ასინქრონულ სერვო ძრავების შემდეგ სახეობებს:

MAD ასინქრონული სერვო ძრავები. MAD ძრავების სერიის მაღალ სიმძლავრეზე მუშაობის გამძლეობის უნარი მათ სრულყოფილსხდის  სერვო და ძირითადი  აპლიკაციებისთვის, როგორიცაა ჩარხები, საბეჭდი მანქანები ან ლითონის ფორმირების დანადგარები. ერთ მხარეს მბრუნავი ან მრავალბრუნიანი მაღალი გარჩევადობის ენკოდერის სისტემები უზრუნველყოფს შესანიშნავ გლუვ მუშაობას და დამუშავების უმაღლეს სიზუსტეს. გარდა ისეთი ვარიანტებისა, როგორიცაა დამჭერი სამუხრუჭე მოწყობილობები, თქვენ მიიღებთ ამ ძრავებს სპეციალურად დამზადებული მაღალი სიჩქარით გამოყენებისთვის ან გაზრდილი დატვირთვის მქონე აპლიკაციებისთვის. ძრავის დაცვის ტიპი IP65 მოიცავს ვენტილატორის ძრავსაც კი, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ მკაცრ ინდუსტრიულ გარემოში. მომსახურებისთვის მოსახერხებელი ძრავის დიზაინი კი იძლევა ვენტილატორის მარტივად შეცვლას ძრავის მუშაობის დროსაც კი  - რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბეჭდვის ინდუსტრიაში.

MAD ასინქრონული სერვო ძრავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მწარმოებლის გვერდს.

MAF ასინქრონული სერვო ძრავები. MAF სერიის  (თხევად-გამაგრილებელი) ძრავები იდეალურია იმ აპლიკაციებისთვის, სადაც მაღალი ბრუნვის მომენტია საჭირო შეზღუდულ სივრცეში. ამავდროულად, გაგრილების ინტეგრირებული სისტემა უზრუნველყოფს ძრავისა და მანქანის თბოიზოლაციას, რითაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის დამუშავებას. სწრაფი შემაერთებლები ამარტივებს თქვენს სარემონტო სამუშაოებს. ისეთი ვარიანტებისთვოს, როგორიცაა დამუხრუჭების სისტემა, სხვადასხვა კოდირების სისტემები და ვიბრაციის ხარისხი, ისევე როგორც ლილვის ვერსიები, თქვენ სრულყოფილად ადაპტირებთ MAF ძრავებს თქვენი აპლიკაციის მოთხოვნებისთვის.

MAF ასინქრონული სერვო ძრავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მწარმოებლის გვერდს.

 
 
 
 
 

მოგვწერეთ