ESD (Electro Static Discharge - ელექტრო სტატიკური განმუხტვა) ეხება დამუხტული ობიექტების ან ადამიანების ელექტროსტატიკურ განმუხტვას. ელექტროსტატიკურმა განმუხტვამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროელექტრონული კომპონენტების დაზიანება.
ESD სკამები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, როდესაც საქმე ეხება ელექტრონული სამუშაო სადგურების საიმედო ESD დამცავი ზომების უზრუნველყოფას. ESD დაცვა რეგულირდება ევროპული სტანდარტით EN 61340, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მომხმარებლებს შესაბამისი დამცავი ზომების შერჩევაში. სამუშაო ადგილის სკამებთან მიმართებაში ის აწესებს შემდეგს: „წინააღმდეგობა სავარძლის ნებისმიერი ნაწილის იატაკთან შეხების წერტილამდე, რომელიც სტანდარტული გამოყენებისას მომხმარებლის სხეულთან შეხებაში შეიძლება იყოს <109 Ω“. (ამონაწერი სტანდარტიდან EN 61340-5-1).
Bimos, ინდუსტრიისთვის და ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი ერგონომიული სკამების წამყვანი მწარმოებელია. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Bimos-ი უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორის მუშაკებს პროდუქტიული, ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო ადგილებით.
ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, მოთხოვნები საოფისე სკამებზე მუდმივად იცვლება და Bimos-ის სკამები მუდმივად იხვეწება ჯდომის ტექნოლოგიის ცოდნით, სხვადასხვა სამედიცინო პროფესიონალებით, ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის ექსპერტებით (ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კომუნიკაციებისთვის, ენერგია და გარემო). Bimos-ის ერგონომიულ მექანიზმს აქვს 10 წლიანი გარანტია, პროდუქტები შეესაბამება DIN 68 877, GS სერთიფიკატს, ჰაერის სისუფთავის კლასის სერტიფიკატს DIN EN ISO 14644-1 (Cleanroom სკამები) და ESD დაცვის სერტიფიკატს EN 61340 (ESD სკამები).
დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ: https://www.bimos.com/B/uk-en/index.php